საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის მორიგი წარმატება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2025 წელს გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის აკადემიური პერსონალის მიერ წარდგენილ იქნა პროექტი „ენერგოინფრასტრუქტურის მზაობისა და ჭკვიანი ქალაქების განვითარების შესაძლებლობების კვლევა საქართველოს კონტექსტში“.  უცხოელი ექსპერტების მიერ პროექტმა დაიმსახურა მაღალი შეფასება და  გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა. პროექტის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი, კოორდინატორი - ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის დოქტორანტი ნინო ვარდიაშვილი, მკვლევარები - პროფესორი დავით ნარმანია, ასოცირებული პროფესორი მანანა ხარხელი, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის დოქტორანტები: მიხეილ მაკასარაშვილი, მიხეილ მაჩიტიძე და   „ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის“  აპარატის უფროსი თემურ თორდინავა. 

 

აღნიშნული პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია და   მიზანია შეისწავლოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, ენერგოინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი კონტექსტი, შეაფასოს სხვადასხვა ჭკვიანი ქალაქის მოდელის ადაპტირების შესაძლებლობები ურბანისტიკის, ინჟინერიის, ეკონომიკის, სოციოლოგიისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების მეთოდოლოგიების გამოყენებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის არსებულ მდგომარეობას, მისი განვითარების პერსპექტივებსა და მდგრადი განვითარების მიზნებთან ინტეგრაციის შესაძლებლობებს, მიღებული შედეგების საფუძველზე შესაბამისი პრაქტიკული პროდუქტების შექმნასა და კვლევის შედეგების ეფექტიან გავრცელებას როგორც საჯარო და  ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების, ასევე სამეცნიერო  წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. 

 

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მაღალ სამეცნიერო-კვლევით პოტენციალზე. 
 

თარიღი: 09/03/2026